ნავიგაცია
მთავარი
ახალი ამბები
რელიგია
ქართველები უცხოეთში
მოგზაურის დღიური
ემიგრანტის წერილი
ცნობილი ემიგრანტები
ქართული საბრძოლო ხელოვნება
საქართველოს ისტორია
ზოგადი ინფორმაციები
კონტაქტი
პარტნიორები
ინტერნეტ ტელევიზია
ფორუმი
GOGAGGG.com
StarLinks.Ge
Narkozi.Com
Targmne.com
www.Georgianbrand.ge
მართმადიდებლური სასწაულები
სიახლეები
რელიგია
ნათლისღება აჭარაში PDF ბეჭდვა ელფოსტა
Tuesday, 19 January 2010
enlarge photo
   
  
 

ნათლისღების დღესასწაულს ბათუმში ზღვაში შესვლით შეხვდნენ. ათწლიანი ტრადიციის თანახმად, ზღვის სანაპიროზე მორწმუნეები შეიკრიბნენ და ღამის 12 საათის შესრულების შემდეგ ზღვაში იბანავეს, რითიც ნათლისღება სიმბოლურად გამოსახეს.

 

დაწვრილებით...
 
წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება PDF ბეჭდვა ელფოსტა
Saturday, 19 December 2009

 ყველას გილოცავთ ნიკოლოზობას, მისი მადლი არ მოგკლებოდეთ...

წმიდა ნიკოლოზი - მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი,საკვირველთმოქმედი (+დაახლ. 345)6 (19) დეკემბერი

 წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი ლუკიის ოლქის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) დაიბადა. მის კეთილმსახურ მშობლებს - თეოფანესა და ნონას - შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს.

 
ბოლო განახლება ( Saturday, 19 December 2009 )
დაწვრილებით...
 
წმინდა ბარბარეს ცხოვრება PDF ბეჭდვა ელფოსტა
Thursday, 17 December 2009

ყველას გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს, წმ. ბარბარეს მადლი არ მოგკლებოდეთ.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე და მოწამე იულიანა (+დაახლ. 306)
4 (17) დეკემბერი
 

 უსჯულო კეისარ მაქსიმიანეს (IV ს.) დროს ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა ერთი მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილობის კაცი, სახელად დიოსკორე. იყო იგი წარმართი და თაყვანს სცემდა კერპებს. დიოსკორეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე, რომელსაც თავს ევლებოდა, ანებივრებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა.

გაიზარდა ბარბარე და ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. დიოსკორეს მიაჩნდა, რომ მდაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა, ამიტომ მაღალი კოშკი ააგო და გოგონა შიგ ჩაკეტა, მიუჩინა ერთგული მსახურები და მოახლეები.

დაწვრილებით...
 
დიდმოწამე გიორგის ხსენება PDF ბეჭდვა ელფოსტა
Monday, 23 November 2009

 

 ყველას გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს, წმ. გიორგს ხსენების დღეს. გფარავდეთ მუდამ...

წმინდა გიორგის წამება და საკვირველებანი

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) - ზეიმობს დიდმოწამე

გიორგის ხსენებას. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება.

რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში. ეკლესიის მთელი ისტორია ერთიანი, სისხლით დაწერილი მარტვილოლოგიაა და მისი ყოველი გვერდი სავსეა ქვეყნიერებისათვის ნაცნობ თუ უცნობ მოწამეთა სახელებით, რომელთა შორის გამოირჩევა ღვაწლი და წამება ძლევამოსილი გიორგისა. წმინდა გიორგი დაიბადა III საუკუნის II ნახევარში კაპადოკიაში, მთიან ქვეყანაში, რომელიც ძალიან წააგავს საქართველოს.

ბოლო განახლება ( Monday, 23 November 2009 )
დაწვრილებით...
 
ლაილაშის უძველესი ბიბლია (ვიდეო) PDF ბეჭდვა ელფოსტა
Monday, 09 November 2009

ლაილაშის უძველესი ბიბლია, რომელიც მსოფლიოს 4-5 ქვეყანაში ინახება, ამათგან კი ერთ-ერთი საქართველოა, ვიდეო არის რუსთავი2 - ის გადაცემა "პოსკრიპტუმში" გასული რეპორტაჟის ჩანაწერი.

 

ვიდეოს საყურებლად კი დააქლიქეთ "დაწვრილებით" და შემდეგ შეძლებთ ვიდეოს ყურებას

ბოლო განახლება ( Monday, 09 November 2009 )
დაწვრილებით...
 
პატრიარქმა ემიგრანტები დალოცა PDF ბეჭდვა ელფოსტა
Friday, 12 June 2009

 

 

 

28 მაისს, ამაღლების დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღვლინდა. ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღასრულა.

სადღესასწაულო ლიტურგიაში საქართველოში დიასპორის დღესთან დაკავშირებით ჩამოსული ჩვენი თანამემამულეები მონაწილეობდნენ. პატრიარქმა ქართული დიასპორის წარმომადგენლები დალოცა და ქადაგებისას მიმართა:

ბოლო განახლება ( Friday, 12 June 2009 )
დაწვრილებით...
 
მამა ბადრი დეკანოზად აკურთხეს PDF ბეჭდვა ელფოსტა
Sunday, 24 May 2009

21 მაისს მართმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის, იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია ჩატარდა. სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ კი წირვა ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. ლიტურგიის ბოლოს ილია მეორემ საინგილოში მოღვაწე მოძღვარ მამა ბადრი არჩვაძეს ოქროს ჯვარი უსახსოვრა და დეკანოზის რანგში აკურთხა.

 

ბოლო განახლება ( Sunday, 24 May 2009 )
დაწვრილებით...
 
ჩვენი პროექტები
Advertisement
პოპულარული სიახლეები