ნავიგაცია
მთავარი
ახალი ამბები
რელიგია
ქართველები უცხოეთში
მოგზაურის დღიური
ემიგრანტის წერილი
ცნობილი ემიგრანტები
ქართული საბრძოლო ხელოვნება
საქართველოს ისტორია
ზოგადი ინფორმაციები
კონტაქტი
პარტნიორები
ინტერნეტ ტელევიზია
ფორუმი
GOGAGGG.com
StarLinks.Ge
Narkozi.Com
Targmne.com
www.Georgianbrand.ge
მართმადიდებლური სასწაულები
სიახლეები
ახალი ამბები
"ეკონომიკური ემიგრაციის" შემცირება PDF ბეჭდვა ელფოსტა
Wednesday, 17 February 2010
 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვარაუდით, მაქსიმუმ 5-6 წელიწადში საქართველოდან ემიგრაციის ეკონომიკური მიზეზი აღარ იარსებებს.

"მაქსიმუმ 5-6 წელიწადში (იმედია ამას 3-4 წელიწადშიც მივაღწევთ), საქართველოდან ემიგრაციის ეკონომიკური მიზეზი და საბაბი აღარ იარსებებს. მართალია, ახლაც უფრო მეტი ქართველი ბრუნდება უცხოეთიდან, ვიდრე მიდის, მაგრამ ემიგრაციის პროცესი მაინც გრძელდება. ამ ვადაში კი, ვფიქრობთ, ქართველების სამშობლოში საბოლოოდ დაბრუნებისთვის ყველა საფუძველი უნდა არსებობდეს", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ვანკუვერში, ქართული დიაპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.


ბოლო განახლება ( Wednesday, 17 February 2010 )
დაწვრილებით...
 
ქართველი მოციგავე დაიღუპა PDF ბეჭდვა ელფოსტა
Saturday, 13 February 2010

 ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ვარჯიშისას დაიღუპა 21 წლის ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი. ვარჯიშის დროს ფინიშის ხაზის გადაკვეთისას ლითონის კონსტრუქციას დაეჯახა. იგი ციგადან გადმოვარდა და მძიმედ დაეცა. ნოდარ ქუმარიტაშვილი ვერტმფრენით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა.

 

 

დაწვრილებით...
 
საქართველოს ისტორია, ჩეხურ ენაზე PDF ბეჭდვა ელფოსტა
Monday, 08 February 2010

ძვირფასო თანამემამულენო,

პირველად ჩეხეთის რესპუბლიკაში გამოვიდა ჩეხურ ენაზე ნათარგმნი საქართველოს ისტორიის ილუსტრირებული, ელექტრონული ვერსია, რომლის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ეს პროგრამა ყველა მნახველს გააცნობს არა მარტო ისტორიას, არამედ საქართველოს ისტორიულ და ბუნებრივი ძეგლებსაც.

ჩემი პირადი ინიციატივით ეს პროექტი დავიწყე 2009 წლის იანვარში და მოვანდომე სამ თვეზე მეტი.  ამ თემის მოსამზადებლად მოვიშველიე ქართველი ისტორიკოსის ბატონ დავით მუსხელიშვილის ”საქართველოს ისტორიის ნარკვევი” (ინგლისური ენაზე).

ბოლო განახლება ( Monday, 08 February 2010 )
დაწვრილებით...
 
"რა კარგი იყო ბარდნალა" PDF ბეჭდვა ელფოსტა
Tuesday, 19 January 2010

ქართული ახალგაზრდული მოძრაობა ლაზარე16 იანვარს მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ლადო ასათიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა. საღამოს ორგანიზატორები მოსკოვში არსებული ქართული ახალგაზრდული მოძრაობა "ლაზარეს" წარმომადგენლები იყვნენ. ღონისძიებას დაესწრნენ ქართული კულტურის თაყვანისმცემელნი. "ლაზარეს" მესვეურებმა აღნიშნეს მეტად სასიხარულო ფაქტი - დამსწრე საზოგადოება, არა მხოლოდ ლიტერატორებისგან შედგებოდა, არამედ ღონისძიებას ბევრი ახალგაზრდა ესწრებოდა. "ლაზარეს" წევრებმა შეახსენეს მათ ლადო ასათიანის ცხოვრების დეტალები, მისი შემოქმედება, გააცნეს ქართველი პოეტის პოეზიის თავისებურებანი - განსაკუთრებული სიღრმე, ექსპრესია, ემოცია...

 

დაწვრილებით...
 
ქართული სკოლა ბრიუსელში PDF ბეჭდვა ელფოსტა
Tuesday, 19 January 2010
ბრიუსელიბრიუსელის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში ქართული საკვირაო სკოლა ფუნქციონირებს. ეს პატარა სკოლა ხუთი წლის წინ დაარსდა. წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის მესვეურებმა, ეკლესიის პირველ სართულზე ორი საკლასო ოთახი განათავსეს, სადაც ბრიუსელში მცხოვრები ქართველი პატარები მშობლიურ ენას ეუფლებიან.

 

დაწვრილებით...
 
ნათლისღება აჭარაში PDF ბეჭდვა ელფოსტა
Tuesday, 19 January 2010
enlarge photo
   
  
 

ნათლისღების დღესასწაულს ბათუმში ზღვაში შესვლით შეხვდნენ. ათწლიანი ტრადიციის თანახმად, ზღვის სანაპიროზე მორწმუნეები შეიკრიბნენ და ღამის 12 საათის შესრულების შემდეგ ზღვაში იბანავეს, რითიც ნათლისღება სიმბოლურად გამოსახეს.

 

დაწვრილებით...
 
ნათლისღებას გილოცავთ PDF ბეჭდვა ელფოსტა
Tuesday, 19 January 2010

საიტის ადმინისტრაციის სახელით გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს, მრავალს დაესწარით, ამ დღის მადლი შეგეწიოთ მთელი ცხოვრების მანძილზე

 

 
<< პირველი < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი > ბოლო >>

შედეგები 1 - 7 - სულ 81
ჩვენი პროექტები
Advertisement
პოპულარული სიახლეები