პოეზია |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() ![]() |
პოეზია |
| gladius |
Apr 20 2010, 04:47 PM
პოსტი
#221
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 9-December 09 მდებარეობა: tbilisi წევრი №: 1,952 |
გეძინა
დილას დაგხედე. გეძინა. თვალი გიკრთოდა. წამწამზე გეკიდა თითქოს სიზმარი. დიდხანს გიყურე... გეძინა... და თან ვფიქრობდი,– ახლა მზის ნამით რომ გესხივოსნო, რომ გაგაღვიძო, ასე შიშველი, ასე მძინარე, დილა ემგვანა თითქოს ღვინოს რომ სუნთქვა დაგითროს, ხილვა–მდინარე შემოეშიშვლოს ხილვა–ჩვენებას და ისურნელონ ბაღი კვირტებმაც, სიზმრად მიცურავს, მიესვენება, მიყვარს, მომწონს და მესათნოება ასეთი დილა... გეძინა... თმები, ტუჩები, წელიც გიკრთოდა, ტანზე მოგხვიეს ჩრდილი სხივებმა ლოგინს აპნიეს მტვერი მინდორთა, შემოუგროვეს თეძოებს სითბო, ბროწეულიც კი დასკდა და შედგა, თითქოს ოთახში შემოსვლას ითხოვს თითქოს აპირებს გაწოლას შენთან, ...ხელი, ხალი, ყელი და წვივი, ცხელი რკალით მუცლიდან ღვივის და შენს სიზმარსაც მოუწევს მოცდა, რიჟრაჟი ტკბობას დაგიწყებს როცა... სიზმარს სიცხადედ ვერჩივნე, ვფიქრობდი დავწვე შენს წინ ან შენს უკან, შენთან, შენშივე, დილას დაგხედე... გეძინა. ,,დეფი'' დავით გოგიბედაშილი |
|
|
|
| gladius |
Apr 24 2010, 10:46 PM
პოსტი
#222
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 9-December 09 მდებარეობა: tbilisi წევრი №: 1,952 |
The king has left his kingdom..
"Why you want to cry when story is over, Try to understand that you are free, Free to go, fly away with wind, fly away with wind." Irakli Charkviani - 'Love is All, ,,მეფე'' ირაკლი ჩარკვიანი |
|
|
|
| gladius |
Apr 24 2010, 10:55 PM
პოსტი
#223
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 9-December 09 მდებარეობა: tbilisi წევრი №: 1,952 |
Love is all
Why you want to cry when story is over, Try to understand that you are free, Free to go, fly away with wind, fly away with wind. Hey open your eyes, tell me how you feel, Don’t cry, it’s hard to explain that love lives in pain, Love is everywhere, love is all we have, Love is all we feel, love is always free… Love you more than ever, more than yesterday, When you were mine, and now you are free to go, Fly away with wind, fly away with wind. ,,მეფე''ირაკლი ჩარკვიანი |
|
|
|
| spy |
Apr 27 2010, 05:18 AM
პოსტი
#224
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,590 რეგისტრ.: 8-February 09 წევრი №: 12 |
ჯერ არც ჩენილო მიწადო (ჩემ მომავალ შვილს)
ვახ რახელ შემყვარებიხარ, ჯერ არც ჩენილო მიწადო, შენი მწამს, შენვე გაღმერთებ, სხვა არც რა მინდა ვინატრო. ყოველ-დღე გაწერილი მაქვს, თუ რახელ უნდა გაგზარდო, ქალავ კარგი და ტკბილი ხარ, მაინც ვაჟ უნდა ვინატრო. შვილო დაგისვავ მუხლზედა, თავზე ხელს გისვამ მამურად, ცხოვრების წვრილმანს გაგიმხელ, არც რას დავწირავ მალულად. გეტყვი ვინ ხარ და საიდან მოდის ეგ შენი ფესვები, გირჩევ თუ როგორ იცხოვრო, მტრები არად გინდ ბევრები. ჩუმად გაკოცებ მძინარეს თმებს გადაგვარცხნი შუბლზედა, მინდა, რომ მკლავზე გაძინო მალმალ მიგიკრო გულზედა, ქალავ – ხატიას დაგარქმევ, ჩემთვის ხატიც ხარ, ღმერთიცა, ვაჟავ – შენ კიდევ ალუდას თუკი შენ თავი მეღირსა. წაგიყვან მთაში განახებ დიდრონ მთებს, უღრან ტყეებსა იმ ნაქვაბურასც მოვიძევთ, ერთდროს რომ ეპყროთ დევებსა, ღმერთო, რამხელა სითბოა, თუნდ მხოლოდ სიტყვა – შვილოში, მე, გულის კარებს მიქანებს და ვამბობ დაბალ კილოში. მინდია გოგოჭური. (ჩვენი lost ფორუმელი ჭაკი) -------------------- |
|
|
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th September 2010 - 06:10 AM |