|
Monday, 08 February 2010 |
|
ძვირფასო თანამემამულენო,
პირველად ჩეხეთის რესპუბლიკაში გამოვიდა ჩეხურ ენაზე ნათარგმნი საქართველოს ისტორიის ილუსტრირებული, ელექტრონული ვერსია, რომლის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ეს პროგრამა ყველა მნახველს გააცნობს არა მარტო ისტორიას, არამედ საქართველოს ისტორიულ და ბუნებრივი ძეგლებსაც. ჩემი პირადი ინიციატივით ეს პროექტი დავიწყე 2009 წლის იანვარში და მოვანდომე სამ თვეზე მეტი. ამ თემის მოსამზადებლად მოვიშველიე ქართველი ისტორიკოსის ბატონ დავით მუსხელიშვილის ”საქართველოს ისტორიის ნარკვევი” (ინგლისური ენაზე). |
|
ბოლო განახლება ( Monday, 08 February 2010 )
|
|
დაწვრილებით...
|
|
|
Tuesday, 19 January 2010 |
|
16 იანვარს მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ლადო ასათიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა. საღამოს ორგანიზატორები მოსკოვში არსებული ქართული ახალგაზრდული მოძრაობა "ლაზარეს" წარმომადგენლები იყვნენ. ღონისძიებას დაესწრნენ ქართული კულტურის თაყვანისმცემელნი. "ლაზარეს" მესვეურებმა აღნიშნეს მეტად სასიხარულო ფაქტი - დამსწრე საზოგადოება, არა მხოლოდ ლიტერატორებისგან შედგებოდა, არამედ ღონისძიებას ბევრი ახალგაზრდა ესწრებოდა. "ლაზარეს" წევრებმა შეახსენეს მათ ლადო ასათიანის ცხოვრების დეტალები, მისი შემოქმედება, გააცნეს ქართველი პოეტის პოეზიის თავისებურებანი - განსაკუთრებული სიღრმე, ექსპრესია, ემოცია...
|
|
დაწვრილებით...
|
|
|
Tuesday, 19 January 2010 |
 ბრიუსელის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში ქართული საკვირაო სკოლა ფუნქციონირებს. ეს პატარა სკოლა ხუთი წლის წინ დაარსდა. წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის მესვეურებმა, ეკლესიის პირველ სართულზე ორი საკლასო ოთახი განათავსეს, სადაც ბრიუსელში მცხოვრები ქართველი პატარები მშობლიურ ენას ეუფლებიან. |
|
დაწვრილებით...
|
|
|
Tuesday, 19 January 2010 |
|
ნათლისღების დღესასწაულს ბათუმში ზღვაში შესვლით შეხვდნენ. ათწლიანი ტრადიციის თანახმად, ზღვის სანაპიროზე მორწმუნეები შეიკრიბნენ და ღამის 12 საათის შესრულების შემდეგ ზღვაში იბანავეს, რითიც ნათლისღება სიმბოლურად გამოსახეს. |
|
დაწვრილებით...
|
|
|
Tuesday, 19 January 2010 |
|
საიტის ადმინისტრაციის სახელით გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს, მრავალს დაესწარით, ამ დღის მადლი შეგეწიოთ მთელი ცხოვრების მანძილზე |
|
|
Friday, 15 January 2010 |
|
2010 წლის 7 იანვარს, საქართველოს საელჩოსა და ყაზახეთის ქალაქ ასტანაში არსებული ქართული კულტურის ცენტრის - "კოლხეთის" ინიციატივით, ქართული საკვირაო სკოლა "დედაენა" გაიხსნა. სკოლა საქართველოს საელჩოს შენობაში მდებარეობს.
|
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< პირველი < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი > ბოლო >>
|
| შედეგები 1 - 6 - სულ 79 |